logo
ENG



გიორგაძე ოცნებას იცავს და მათ მსგავსად ამბობს, რომ კანონს "არაფერი აქვს საერთო რუსეთთან"

10 ივნ 202412:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/10/0tujxlarwmrws0e.jpg

რუსეთში მცხოვრები საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე ქართული ოცნებისა და რუსი პროპაგანდისტების მსგავსად ამბობს, რომ მიღებულ რუსულ კანონს "არაფერი საერთო არ აქვს რუსეთთან".

ის ქართულ ოცნებას იცავს და ამბობს, რომ კანონის მიზანი იმ ორგანიზაციების გამოაშკარავებაა, რომლის უკანაც დასავლეთის ფინანსებია.

"საქართველოში არ არის არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ან ჩინეთიდან, ან რუსეთიდან, ინდოეთიდან ან ემირატებიდან. ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არის. ეს მხოლოდ დასავლეთის და დასავლეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება.

ხელისუფლება ამბობს, იყვნენ ისინი [NGO-ები] გამჭვირვალეები, რომ ჩვენ ვიცოდეთ, ვის ვებრძვით. მათ უკან ხომ დასავლური ფული დგას. რა თქმა უნდა, ამერიკელებს არ სურთ, რომ ეს ლეგალური იყოს და იგონებენ ასე ვთქვათ კლიშეებს, რომ ეს რუსული პროექტი, რუსული კანონია და ა.შ. არაფერი საერთო ამ კანონს ამასთან არ აქვს. რაც მთავარია, კანონის ვერც ერთმა მოწინააღმდეგემ ვერ დააკონკრეტა ერთი პუნქტი ამ კანონში, თუ რა არის ანტიდემოკრატიული. ვერც ერთმა - ვერც სახელმწიფო დეპარტამენტმა, ვერც ევროკავშირმა, ვერც ევროპარლამენტმა", - ამბობს იგორ გიორგაძე SputnikGeorgia-სთან. 


close დახურვა