ოკუპირებული ცხინვალის ე.წ საპარლამენტო არჩევნების "წინასწარი შედეგები" გამოქვეყნდა - ე.წ საარჩევნო კომისიამ ხმების 87% დაითვალა. ბოლო მონაცემებით, ლიდერობს "პარტია" ერთიანი ოსეთი - ანატოლი ბიბილოვი 30,32%-ით.
დანარჩენი ხმები ასე გადანაწილდა:
"ნიხასი" - 29,93%
"სახალხო პარტია" - 15,41%
"კომუნისტური პარტია" - 7,12%
"ხალხის ერთობა" - 4,25% "ირი ფარნი" - 4.70%
"ერთობა" - 1,92%
ამომრჩეველთა 6,26%-მა ხმა ყველას წინააღმდეგ მისცა.
ე.წ პარტია ერთიანი ოსეთი აცხადებს, რომ დე ფაქტო არჩევნები "სერიოზული ხარვეზებით" ჩატარდა.
ბიბილოვი ამტკიცებს, რომ მათ პარტიას "უპირობო გამარჯვება" წაართვეს და 700-ზე მეტი ბიულეტენი "გაფუჭდა".
ასევე, ე.წ პარტია ნიხასი აცხადებდა, რომ მათ მიიღეს მანდატების უმრავლესობა "პარლამენტში".
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ არჩევნები ჩატარდა. მას გამოხმაურებები მოყვა საერთაშორისო თანამეგობრობაში. დასავლეთი არ ცნობს "არჩევნებს" და მხარს უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.