logo
ENG



გაეროში ისრაელის წარმომადგენელი: ჩვენ ღაზაში სამხედრო ოპერაციებს გავაგრძელებთ

11 ივნ 202414:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/11/5nv74zu1emgxuj2.jpg

გაეროში ისრაელის წარმომადგენელი, რეუთ შაპირ ბენ-ნაფტალი ამბობს, რომ მისი ქვეყანა ღაზაში სამხედრო ოპერაციებს გააგრძელებს და ჰამასთან უაზრო მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება. 

დიპლომატმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ქვეყანას სურს უზრუნველყოს, რომ ღაზა მომავალში ისრაელისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს.

ბენ-ნაფტალის თქმით, ომი არ დასრულდება მანამ, სანამ ყველა მძევალი არ დაბრუნდება და ჰამასის შესაძლებლობები არ მოიშლება.

მაღალჩინოსანმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც ჰამასს მოუწოდებს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ სამ ეტაპიან წინადადებას, მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დაეთანხმოს.

რეზოლუციას საბჭოს 15 წევრიდან 14-მა დაუჭირა მხარი. ხმის მიცემისგან თავი რუსეთმა შეიკავა.

31 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წარადგინა ისრაელის სამეტაპიანი წინადადება მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ბაიდენის თქმით, დროა "ეს ომი დასრულდეს". მისმა წინადადებამ კი ჰამასში დადებითი რეაქცია გამოიწვია.

 

 

 

 


close დახურვა