logo
ENG



ყოფილი პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი ფრანგულ პოლიტიკაში დაბრუნდა და არჩევნებში მონაწილეობს

16 ივნ 202412:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/16/gvsxpjfp8d67yhf.jpg

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისის ფონზე პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა. ის დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ოლანდის თქმით, ეს არასტანდარტული გადაწყვეტილებაა, რაც საფრანგეთში არსებულმა არაორდინალურმა მდგომარეობამ გამოიწვია. 

"მე ჩემთვის არაფერი მინდა, მე უბრალოდ მსურს, რომ საფრანგეთის სამსახურში ვიყო", - განაცხადა მან.

ოლანდის ცნობით, ის საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად ახალი სახალხო ფრონტის სიით სამხრეთდასავლეთ კორეზის ოლქში იბრძოლებს. ეს მემარცხენე ოპოზიციური პარტიების ალიანსია, სადაც ეკოლოგისტები, საფრანგეთის კომუნისტური პარტია და პარტია მეამბოხე საფრანგეთი შედიან. 

ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის პრეზიდენტი ერთი ვადით, 2012-2017 წლებში იყო და თანამდებობა არაპოპულარობის რეკორდული დონით დატოვა.

ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვების გამო საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაშალა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

 


close დახურვა