Reuters-ის ცნობით, დღეს ევროკავშირის ლიდერები არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ, სადაც ბლოკის უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატების დამტკიცების საკითხს განიხილავენ.
გამოცემის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობას, სავარაუდოდ, მეორე ვადით დაიკავებს მას შემდეგ, რაც მისმა მემარჯვენე ცენტრისტულმა ევროპის სახალხო პარტიამ ევროპარლამენტს არჩევნებში გაიმარჯვა.
ამასთან, ევროპული საბჭოს მომავალი ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატებს შორის არის პორტუგალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, ანტონიო კოსტა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს, სავარაუდოდ, ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი ჩაანაცვლებს, ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტს კი მოქმედი პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა შეინარჩუნებს.
ევროკავშირის ლიდერები საერთო ღირებულებებზე, თავდაცვაზე და ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობაზე მომავალ ხუთწლიან საკანონმდებლო ციკლსაც განიხილავენ.
ევროკავშირის ლიდერები, დღეს, სავარაუდოდ, პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწევენ, 27-28 ივნისს კი ეს შეთანხმება ევროკავშირის სამიტზე ოფიციალურად დადასტურდება.