logo
ENG



ბორელი: შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს, გავყინავთ მხარდაჭერას საქართველოს მთავრობისთვის

24 ივნ 202420:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/24/h1dd587eh40ath6.jpeg

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოსთან დაკავშირებით იმსჯელეს.

EU-ის უმაღლესი წარმომადგენლს, ჯოზეფ ბორელის თქმით, რუსული კანონის მიღების გამო, შემცირდება პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე გაიყინება მხარდაჭერა მთავრობისათვის და გადაიხედება ევროპული საკრედიტო დაფინანსების ხაზები. ბორელმა ეს მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.

მისივე თქმით, ეს ზომები განხორციელდება დაუყოვნებლივ.

"დინამიკა მიდის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ და მინისტრების უმრავლესობაც ნათლად აცხადებდა, რომ ევროკავშირს საქართველო შორდება და საქართველოს ხელისუფლებამ თუ არ შეიცვალა მოძრაობის მიმართულება, ქვეყანა ვერ დაუბრუნდება ევროპულ გზას. ნათლად და კონკრეტულად ვაცხადებ ამას - თუ არ შეცვლის თავის კურსს, საქართველო ვერ მიაღწევს პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მისამართით, რათა ებრძოლოს დეზინფორმაციას და მხარი დაუჭიროს საარჩევნო პროცესს. მე დავარიგე სპეციალური დოკუმენტი და გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს. განვახორციელებთ ყველა საჭირო ზომას. შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე გავყინავთ მხარდაჭერას მთავრობისათვის და ევროპული საკრედიტო დაფინანსების ხაზებსაც გადავხედავთ. ეს მოხდება დაუყოვნებლივ. ჩვენ დავაკვირდებით სიტუაციას და მივიღებთ დამატებით ზომებს სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში"- თქვა ბორელმა.

ბორელმა კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად, აშორებს.

"განვიხილეთ მოვლენების ბოლო განვითარება საქართველოში უცხოური გავლების გამჭვირვალობის კანონის შესახებაც იყო საუბარი, გული გვწყდება, რომ ევროკავშირზე და მის ღირებულებებზე არის ფართო დეზინფორმაცია ოფიციალური მხარისგან.

ჩვენ გვესმის საქართველოს უმაღლესი დონის ხელმძღვანელობის განცხადებები და გასაოცარია, რომ მათი პოზიციით ეს კანონი აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, ნათლად მინდა განვაცხადო - არა! აღნიშნული კანონი და მის გარშემო ნეგატიური მოვლენების განვითარება საქართველოს ააშორებს ევროკავშირთან, ამაზე უფრო ნათლად და ლაკონიურად ვერ გამოვხატავთ. ეს საქართველოს აშორებს ევროკავშირს. აღნიშნულ განცხადებას 26-მა წევრმა დაუჭირა 27-დან. არ არის კონსენსუსი, მაგრამ არ გვჭირდება კონსენსუსი იმისთვის, რომ სიტუაცია შევაფასოთ"- თქვა ბორელმა.  [სინქრონული თარგმანი]


close დახურვა