logo
ENG



გერმანიაში ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა - დაიღუპა პოლიციელი

25 ივნ 202408:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/25/c5qu7ncgx8p2a7c.jpg

გერმანიაში ქალაქ შტუტგარტში უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა - მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად, 61 წლის პოლიციელი საავადმყოფოში დაიღუპა. 

როგორც ცნობილია, BMW-ს მარკის ავტომობილი პოლიციელის მოტოციკლს, ხოლო ის კოლეგის მოტოციკლს დაეჯახა. დაშავდა 27 წლის პოლიციელიც. 

ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა უნგრეთი-შოტლანდიის მატჩის დასრულების შემდეგ ორბანი თავის ესკორტთან ერთად აეროპორტისკენ მიემართებოდა.

თავად ორბანი მომხდარის შედეგად არ დაშავებულა. 


close დახურვა