logo
ENG



ნიდერლანდის ხელისუფლებამ უკრაინაში F-16-ის ექსპორტის ნებართვა გასცა

02 ივლ 202413:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/02/c3fb0rmnjuy6b02.jpg

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, კაისა ოლონგრენმის განცხადებით, ხელისუფლებამ 24 F-16 გამანადგურებლის ექსპორტი ოფიციალურად დაუშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინაში პირველი თვითმფრინავები უახლოეს მომავალში გაიგზავნება.

მინისტრის წერილში ნათქვამია, რომ თვითმფრინავების მიწოდების შესახებ დამატებითი ინფორმაცია უსაფრთხოების მიზნით არ გასაჯაროვდება.

1 მარტს უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების ფარგლებში უკრაინა წელს ნიდერლანდებისგან ორი მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას მიიღებს.

გარდა ამისა, ჰოლანდიის მთავრობა მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინას მხარდაჭერას გაუწევს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საჰაერო ძალების, საჰაერო თავდაცვის, საზღვაო და შორეული არტილერიის მხარდაჭერაზე.

 

 


close დახურვა