logo
ENG



სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია 12 ივლისს დაიწყება და 9 თვე გაგრძელდება

09 ივლ 202412:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/09/rzi7zrzva474p0s.jpg

12 ივლისს სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოები 9 თვე გაგრძელდება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. 

როგორც მან თქვა, მოძველებული და ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები გზის სავალ ნაწილს აზიანებდა და მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, რაც გადაადგილებისას დიდ დისკომფორტს ქმნიდა. დაახლოებით სამკილომეტრიან ქუჩაზე მუშაობას ჯერ GWP დაიწყებს და შემდეგი ეტაპი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იქნება. 

"აქაც იგივე დამოკიდებულება გვექნება. ჩვენი მიდგომაა, რომ ახალი დიზაინის ქუჩები შეიქმნას. ეს პროექტიც ამ დიზაინით განხორციელდება. საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, მოეწყობა გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები. ქუჩაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. სამუშაოები 12 ივლისს დაიწყება და ცხრა თვეში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში ტრანსპორტის მოძრაობის ცვლილებებზეც ისაუბრა და ამასთან დაკავშირებით, შესაბამის სამსახურებს მოსახლეობის სრული ინფორმირება დაავალა.

„ამ პერიოდში, ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, კახეთის გზატკეცილის მხრიდან მოძრავი ავტომობილები კი გიორგი აბაშვილის, რომანოზ ხომლელის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩით და მათი დამაკავშირებელი გზის გავლით იმოძრავებენ. გადაადგილება ასევე, დასაშვები იქნება დიმიტრი ალექსიძის, სესილია თაყაიშვილის, იოთამ ზედგენიძის, ვიქტორ კუპრაძის, რაჭის, მეგობრობის, მშვიდობისა და ევგენია მაისურაძის ქუჩებით. მიკროავტობუსების მოძრაობის ცვლილებასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება მერიის ვებგვერდზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


close დახურვა