logo
ENG



იულია ნავალნაია რუსეთში "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში შეიყვანეს

11 ივლ 202417:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/11/zjlekt68boficcf.jpeg

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ქვრივი, იულია ნავალნაია რუსეთში "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში შეიყვანეს.

9 ივლისს ნავალნაიას "ექსტრემისტულ საზოგადოებაში" მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენეს. რუსეთმა ის ძებნაში გამოაცხადა და დაუსწრებლად 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

"ექსტრემისტული საზოგადოების" საქმე ალექსეი ნავალნისა და მისი თანამებრძოლების წინააღმდეგ 2021 წელს აღიძრა. პირველი, ვინც ამ საქმეზე დააკავეს, ქალაქ უფაში ნავალნის შტაბის ხელმძღვანელი ლილია ჩანიშევა გახდა. მას 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ამავე საქმეზე, ალექსეი ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს, რის შემდეგაც ის იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარე ციხეში გადაიყვანეს, სადაც დაიღუპა.

იულია ნავალნაია ამბობს, რომ ქმრის საქმეს გააგრძელებს. ამჟამად ის შვილებთან ერთად რუსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.


close დახურვა