logo
ENG



მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ

25 ივლ 202418:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/25/olrez7ej7tuclha.jpg

მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შეტყობინება 112-ში 24 ივლისს შევიდა.

უწყებაში ამბობენ, რომ ძებნა-შველის ოპერაციაში სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები, ხოლო ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

აღნიშნული განცხადების გავრცელებამდე მოქალაქემ ვიკა ფილფანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2 ახალგაზრდა კაცი სვანეთში საფეხმავლო მარშრუტზე 5 დღეა დაიკარგა. ფილფანი წერს, რომ "ბიუროკრატიის და საბუთების მოწესრიგების არგუმენტით" ორი დღეა ვერტმფრენი ოპერაციაში ვერ ჩართეს.

"მე-2 დღეა ვერტმფრენს არ დაადგა საშველი ბიუროკრატიის და საბუთების მოწესრიგების არგუმენტით - საერთოდ ხვდებით სად ვცხოვრობთ? "სამძებრო - სამაშველო ოპერაცია" - რას გულისხმობს თავისი შინაარსით ესმის სახელმწიფოს? ახლა ნისლი და ღრუბელიაო.

კაი ვთქვათ ვერტმფრენი არ გამოდის, დრონების აფრენას რა უდგას წინ? თუ არ გაქვთ საკმარისი აღჭურვილობა ან ადამიანური რესურსი ხომ შეიძლება უბრალოდ დახმარება ითხოვოთ? ათობით მოხალისე გამოჩნდება დრონებით.

მზის ჩასვლის შემდეგ რამდენიმე თერმული კამერა პირველივე დღეს ელემენტარული ღონისძიებაა! სირცხვილია ადამიანების სიცოცხლეზე ასეთი დამოკიდებულება, როცა ადამიანები იკარგებიან წამებია გადამწყვეტი! სამაშველოს ბიჭებს თავს ზევით ძალა არ აქვთ ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები რომელიც უნდა ჩაერთოს ოპერაციაში და რომელსაც უბრალოდ კომპეტენტური ადამიანი სჭირდება!", - წერს ფილფანი.


close დახურვა