logo
ENG



"ეს მათ პრობლემებზე უფრო მიუთითებს" - ლომჯარია კობახიძის განცხადებაზე

31 ივლ 202421:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/31/vti4ewvos7hpgs8.png

საზოგადოებრივი პლატფორმის, საქართველოს ევროპული ორბიტა აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია პრემიერმინისტრ კობახიძის განცხადებას პასუხობს.

კობახიძემ დღეს თქვა, რომ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით თემის აწევა "ნინო ლომჯარიას ჰქონია პირადად დავალებული". კობახიძე ინაუგურაციას ჰამასის ლიდერთან ერთად ესწრებოდა, რომელიც რამდენიმე საათში მოკლეს.

ნინო ლომჯარიას ამბობს, რომ მმართველი პარტია მესიჯბოქსში "არეულია" და მიიჩნევს, რომ კობახიძის რიტორიკა "მათ პრობლემებზე უფრო მიუთითებს". ამაზე მან ფორმულას ეთერში, გადაცემაში გიორგი თარგამაძის ფორმულა ისაუბრა.

"რამდენიმე წელია კობახიძის განცხადებებზე არ ვაკეთებ კომენტარს. სიგიჟეა ეს ყველაფერი, რაზეც ის საუბრობს ხოლმე. სერიოზულად ამ თემებზე კომენტარის გაკეთება ძალიან მიჭირს, თუმცა ბოლო პერიოდში ზღვარს გადავიდა ეს ყველაფერი. თითქოს ამოჩემებასავითაა... რასაც ვატყობ, არის ის, რომ მმართველი პარტიის მესიჯბოქსი დალაგებული არ არის, აჭრილია მათი რიტორიკა. გადასულები არიან თავდაცვაზე, თავს იმართლებენ და ალბათ ფიქრობენ, ვის დავაბრალოთ, რაღაც რომ ხდება. "აი, ვის დავაბრალოთ ის, რომ აშშ-მა გაყინა სამხედრო დახმარება? დავაბრალოთ, მოდი ლომჯარიას, რომ ლომჯარიასთან წავა ეს ფული". ან მაგალითად, "ჰამასის ლიდერის გვერდით რომ იჯდა პრემიერმინისტრი, ვის დავაბრალოთ და მოდი, დავაბრალოთ ლომჯარიას".

არ ვიცი, ვინ ურჩია, რამდენად სწორია ამაზე აქცენტის გაკეთება. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დამაზიანებელია ეს რიტორიკა-თქო, ეს ნამდვილად არაა ასე, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს მათ პრობლემებზე უფრო მიუთითებს"- ამბობს ლომჯარია.


close დახურვა