logo
ENG



პუტინი კურსკის ოლქიდან ევაკუირებულებს ერთჯერადად 10000 რუბლს (დაახლოებით 315 ლარს) გადაუხდის

08 აგვ 202419:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/08/3rxuyezy3wyraa7.jpg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კურსკის ოლქიდან ევაკუირებულ მოსახლეობას ერთჯერადად 10000 რუბლს (ეროვნული ბანკის კურსით დაახლოებით 315 ლარს) გადაუხდის.

კრემლის პროპაგანდისტული გამოცემის, RIA Novosti-ის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ ალექსეი სმირნოვთან გამართულ საუბრისას განაცხადა.

მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ერთჯერადად გადახდილ იქნას ათი ათასი რუბლი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ეს ესაჭიროებათ. საჭირო რესურსები გამოიყოფა", - განაცხადა პუტინმა

სმირნოვის თქმით, ევაკუირებულ ადამიანებს ავტობუსებითა და რკინიგზის საშუალებით სხვადასხვა რაიონებში გადაიყვანენ.

***

რუსული პროპაგანდისტული და სამხედრო ტელეგრამ არხები წერენ, რომ 7 აგვისტოს ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში შევიდნენ და სასაზღვრო ზონაში გამაგრდნენ. უკრაინული მხარე კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენების შესახებ ჯერ არაფერს ამბობს.

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".


close დახურვა