logo
ENG



The Washington Post: უკრაინა კურსკის ოლქში 100 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს

09 აგვ 202412:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/09/57bh9p6alzavzf8.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში 100 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს. ინფორმაციას The Washington Post-ი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ამბობს, უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ რამდენიმე ასეული რუსი სამხედრო აიყვანეს.

გარდა ამისა, The Washington Post-ის წყაროს ცნობით, შეიარაღებული ძალები გაზის სადგურ სუჯას აკონტროლებენ, რომლის მეშვეობითაც ევროპაში უკრაინიდან გაზის ტრანზიტი ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ამავე ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული ტელეგრამ არხებიც ავრცელებენ.

The Washington Post-ი წერს, რომ რუსი ჩინოსნები ამტკიცებენ, რომ კურსკის ოლქში დაახლოებით 1 000 უკრაინელი სამხედრო იმყოფება, "ელიტური ბრიგადებიდან".

***

***

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში, სუჯის გამშვები პუნქტის რაიონში რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო დაატყვევეს. 

 


close დახურვა