logo
ENG



უკრაინულ ფონდში 52$-ის გადარიცხვის გამო რუსეთში ქალს 12 წელი მიუსაჯეს

15 აგვ 202417:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/15/koim18fxcy6tvpn.jpg

სვერდლოვსკის საოლქო სასამართლომ რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქეს, ქსენია კარელინას უკრაინულ ფონდში 52$-ის გადარიცხვისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

კარელინა ეკატერინბურგში იანვარში დააკავეს. თავდაპირველად ის 14 დღით წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მას შემდეგ მას ციხე არ დაუტოვებია. 7 თებერვალს ის უკვე სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს.  

რუსეთის გამოძიება ამტკიცებს, რომ 2022 წლის 24 თებერვალს (უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს) მან თავისი ამერიკული საბანკო ანგარიშიდან 52$ ფონდ Razom for Ukraine-ში გადარიცხა. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანახმად, ამ გზით კარელინა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აფინანსებდა. 

ადვოკატ მიხაილ მუშაილოვის თქმით, ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია, რომელიც თითქმის ორი წლის წინ განხორციელდა, ტელეფონის შემოწმების შემდეგ მიიღეს. 

კარელინამ ბრალი აღიარა. დაცვის მხარე განაჩენის ნაწილობრივ გასაჩივრებას აპირებს. 

ქსენია კარელინას განაჩენი მოსამართლე ანდრეი მინეევმა გამოიტანა. მანამდე მან The Wall Street Journal-ის ევან გერშკოვიჩის საქმე განიხილა, რომელსაც აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებდნენ ბრალს. ცოტა ხნის წინ ის პატიმრების მასშტაბური გაცვლის შედეგად აშშ-ში დაბრუნდა. 


close დახურვა