logo
ENG



რუსეთის პორტზე, სავარაუდოდ, უკრაინამ იერიში მიიტანა - ჩაიძირა ნავთობით დატვირთული ბორანი

23 აგვ 202409:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/23/olgqm1g9f7nh5x6.png

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პორტ კავკაზში განთავსებულ სარკინიგზო ბორანზე ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ბორანი ჩაიძირა. ინფორმაციას რუსული მედია და ტელეგრამ-არხები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, ბორანი საწვავით იყო დატვირთული.

რუსული მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ პორტ კავკაზზე სარაკეტო იერიში უკრაინამ მიიტანა.

ინფორმაცია ხანძრის მასშტაბსა და დაშავებულების შესახებ ზუსტდება.


close დახურვა