logo
ENG



უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად ანდრიი სიბიგა დაამტკიცეს

05 სექ 202415:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/05/vgnyj0gph6fuo45.jpg

რადამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინიტრის თანამდებობაზე ანდრიი სიბიგა დაამტკიცა.

აღნიშნულ თანამდებობაზე სიბიგამ დმიტრო კულება ჩაანაცვლა.

დმიტრო კულებამ უმაღლეს რადას ორი დღის წინ გადადგომის მოთხვონით მიმართა.

ანდრიი სიბიგა უკრაინელი დიპლომატი და იურისტია. 2012-2016 წლებში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2016 წლიდან 2021 წლის ჩათვლით თურქეთში უკრაინის ელჩი იყო. 2024 წლის აპრილიდან კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ კიდევ რამდენიმე მინისტრმა მიმართა. მათ შორისაა, უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული საჭიროებების კვების მინისტრი, ასევე უკრაინის თავდაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი და უკრაინის სახელმწიფო მთავარი ფონდის ხელმძღვანელი.


close დახურვა