logo
ENG



ოცნების 12 წელი - შაბათის ფორმულა

14 სექ 202420:32
3 წუთის საკითხავი
 

შემადგენლობასთან ერთად, ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიაში 12 წლის განმავლობაში დაგროვილი დაპირებებიც გაქრა. ვრცელი ჩამონათვალის ნაცვლად - ოლიგარქი ხალხს მხოლოდ პოლიტიკურ შურისძიებას ჰპირდება. ტყუილებითა და შურისძიების სულისკვეთებით სავსე საარჩევნო ბროშურა - მოქალაქეებს სახლის კართან დაუტოვეს. ოცნების საარჩევნო პროგრამაში, გარდა ნახევარ საქართველოზე შურისძიებისა -  სხვა, დაპირება არ წერია. ბროშურა, რომელიც ევროკავშირის დროშითაა გაფორმებული - სავსეა ფუჭი ინფორმაციით, თითქოს უკვე ამუშავებულია ქარხნები, სახელმწიფო პროგრამები წარმატებით მუშაობს, ჯანდაცვა - განათლება - და თუ ტყუილების ბროშურას დავეყრდნობით - ოცნებამ ინფრასტრუქტურული პროექტები ბრწყინვალედ შეასრულა. საარჩევნო კამპანიაში, ბიძინა ივანიშვილიც კი ჩაერთო, მაგრამ არც ერთი დაპირება, ქართული ოცნებისგან ამ დრომდე არ მოგვისმენია. დღეს, ჩვენს სიუჟეტში ნახავთ, რა ჩაწერეს მმართველი პარტიის პიარ სტრატეგიის ავტორებმა, იმ საარჩევნო ბუკლეტებში, რომელიც შესაძლოა უკვე დაგხვდათ კიდევ თქვენი სახლის კარებში.

 


close დახურვა