logo
ENG



როთი: კესარია მოკლეს - სულ რაღაც 1 დღის შემდეგ, რაც საქართველოში ანტი-ლგბტ კანონი მიიღეს

18 სექ 202422:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/18/ugc7y3d7swv9hr4.jpg

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება და ქართულ ოცნებას დისკრიმინაციული და ჰომოფობიური კანონი გაუქმებისკენ მოუწოდა.

"ის ვინც ზიზღს თესავს, ძალადობას მოიმკის. კესარია აბრამიძე მოკლეს. სულ რაღაც 1 დღის შემდეგ, რაც საქართველოში ანტი-ლგბტ კანონი მიიღეს. ღრმად შეშფოთებული ვარ და მოვუწოდებ მმართველ ქართულ კოშმარს დაუყოვნებლივ გააუქმონ კანონი", - წერს როთი X-ზე.

***

17 სექტემბერს, პარლამენტმა დისკრიმინაციული და ჰომოფობიური ანტი-ლგბტ კანონი მიიღო. კანონპროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

აღნიშნული კანონპროექტით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ "ოჯახური ღირებულებების დაცვა" სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ


close დახურვა