logo
ENG



საბერძნეთის აეროპორტში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

22 სექ 202416:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/22/igbhe59ixderftm.png

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივ აეროპორტში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

მედია წერს, რომ 30 წლის კაცს ბრალდება ედებოდა სხეულის დაზიანებაში, სერიულ შეურაცხყოფაში, წინააღმდეგობის გაწევასა და დაუმორჩილებლობაში, რაზეც სალონიკის სასამართლომ მას 29 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, აღიძრა ადმინისტრაციული წარმოება ქვეყნიდან დეპორტაციის ფაქტზე, რადგან ის საბერძნეთში არალეგალურად ცხოვრობდა.

ბერძნული მედია იტყობინება, რომ საქართველოს მოქალაქემ დაკავებისას ერთ-ერთ პოლიციელს ფეხზეც უკბინა. პოლიციამ მისი დაკავება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დადგინდა, რომ ის საბერძნეთში არელაგალურად იმყოფებოდა - ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

თავის მხრივ ბრალდებული ამბობდა, რომ აეროპორტში კონტროლის გავლის შემდეგ, მას უთხრეს, რომ ვიზასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს - ამის შემდეგ კი მისი დაკავება გადაწყდა. ის აცხადებდა, რომ ცალკე ოთახში შეიყვანეს და იქ ფეხსაცმლის, შარვლისა და საცვლების გახდა მოსთხოვეს - საცვლების გახდაზე უარი განაცხადა, დაპირისპირება კი ამის შემდეგ დაიწყო.


close დახურვა