logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალებმა 24 შაჰიდის ტიპის დრონი ჩამოაგდო

27 სექ 202411:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/27/e7cgut9hze9s7c9.jpg

რუსეთმა გვიან ღამით უკრაინის მიმართულებით 32 შაჰიდის ტიპის დრონი გაუშვა, აქედან 24 დრონი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა

უკრაინული მხარის ცნობით, 24 შაჰიდიდან ერთ-ერთი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, 3 რუსული დრონი კი გაქრა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას ოკუპირებული ყირიმიდან ისკანდერ-M/KN-23 ბალისტიკური რაკეტით შეუტია, ხოლო 32 შაჰიდის ტიპის მატერიალური საბრძოლო მასალა უკრაინაში პრიმორსკო-ახტარკის ზონიდან გაუშვეს. 

რუსული თავდასხმა უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, ცეცხლის მობილურმა ჯგუფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების ელექტრონული ომის ქვედანაყოფებმა მოიგერიეს.

შაჰიდის დრონები დნეპროპეტროვსკის, მიკოლაევისა და ოდესის ოლქებშია ჩამოგდებული.


close დახურვა