logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალებმა 29 რუსული შაჰედი გაანადგურა

01 ოქტ 202412:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/01/bwum40iqi5o4b5l.jpg

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 32 უპილოტო საფრენი აპარატიდან 29 გაანადგურა.

შაჰედის ტიპის დრონები უკრაინის საჰაერო სივრცეში პრიმორსკო-ახტარსკიდან, კურსკიდან და ანექსირებული ყირიმიდან შეიჭრნენ.

როგორც ცნობილია, დრონები ჩერკასის, კიროვგრადის, ნიკოლაევის, ხერსონის, პოლტავის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში გაანადგურეს. 

დარჩენილი 3 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთა განადგურებაც უკრაინელებმა ვერ მოახერხეს, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაიკარგა.

 

 

 

 


close დახურვა