logo
ENG



IDF: ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

01 ოქტ 202420:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/01/rv6oyj54dzmdry5.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) აცხადებენ, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. 

IDF-ის თანახმად, ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია. 

ამ დროისთვის, დამატებითი დეტალები უცნობია. 

ირანის მხრიდან ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ ხედავს ნიშნებს, რომ ირანი ემზადება ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმისთვის.

დღესვე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებლებს მოუწოდეს, თავშესაფრებთან ახლოს იყვნენ.


close დახურვა