logo
ENG



კობახიძის მოწოდების შემდეგ ანტიკორუფციულმა TI-ის მინიჭებული სტატუსი მოუხსნა

02 ოქტ 202410:59
3 წუთის საკითხავი
 

ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა. 

ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, გადაწყვეტილებას "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" იღებს.

გუშინ, 1-ელ ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულს მიმართა, ორგანიზაციისთვის სტატუსი მოეხსნა.

კობახიძემ, ასევე, მოუწოდა ანტიკორუფციულ ბიუროს, საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.

ანტიკორუფციულმა ბიურომ გასულ კვირას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და ორგანიზაციის თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო.


close დახურვა