logo
ENG



კობახიძე ივანიშვილებსა და ბანკებზე: რანაირად, კაცო? ადამიანის უფლებებს ლახავენ?

03 ოქტ 202421:42
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ივანიშვილებსა და ბანკებზე: რანაირად, კაცო? ადამიანის უფლებებს ლახავენ?

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ არ უპასუხა კითხვას ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრები შვილებისთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

"სანქცირება მოხდა თუ როგორ შეეზღუდათ?.. ანუ ადამიანის უფლებების შელახვასთან გვაქვს საქმე? რანაირად, კაცო? ადამიანი თუ არ არის სანქცირებული, რანაირად იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას? ადამიანის უფლებებს ლახავენ? თქვენ ერკვევით ადამიანის უფლებებში? იცით რა არის პრესასანქციო? თქვენ კითხვას რაზე სვამთ იცით, რომ არიან ბანკები, რომლებიც ადამიანის უფლებებს ლახავენ დასავლეთში. როცა იურისტი არ ხარ და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტს აფასებ, ხარ ნაცი", - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან პარტიული ღონისძიების შემდეგ.

დროების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.

წყაროს თანახმად, ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა საერთოდ შეუჩერეს, ზოგ შემთხვევაში კი შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს.

აღნიშნული ზომა არ ნიშნავს, რომ ივანიშვილების ოჯახს ფინანსური სანქციები უკვე დაუწესდა. ის გამომდინარეობს ე.წ. პრესანქციური - წინა სასანქციო რეჟიმიდან. ეს კი გულისხმობს, რომ ფინანსური ინსტიტუტები გადაწყვეტილებას ანგარიშის მფლობელის ან მასთან დაკავშირებული სუბიექტის სასანქციო რეჟიმში გადაყვანის თაობაზე იღებენ მაღალი სანდოობის მატარებელი ინფორმაციის კვალობაზე, რომელსაც აშშ-ის ხაზინის ან სახელმწიფო დეპარტამენტი, ან ევროპული ინსტიტუტები ავრცელებენ.

საუბარია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის ან ევროკავშირის იურისდიქციის ქვეშ მოქმედ საბანკო ინსტიტუტებზე.


close დახურვა