logo
ENG



სამეგრელოში რვა წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული მოზარდი სასამართლომ დამნაშავედ სცნო

11 ოქტ 202422:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/11/m8w8htquzz7of43.jpg

რვა წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 14 წლის ბიჭს სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

გავრცელებული ინფორმაციით, განაჩენს დაკავებულის ოჯახი არ ეთანხმება და საქმის გასაჩივრებას გეგმავს.

14 წლის ბიჭი 4 აპრილს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით წარედგინა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

მოგვიანებით მას სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, როგორც ბრალდებულის ოჯახი ამბობს, მისი ბრალეულობის დამადასტურებელი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო 45 დღეში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

 

 


close დახურვა