logo
ENG



ხვალ EU-ის ზოგად საკითხთა საბჭოზე საქართველოზე იმსჯელებენ

14 ოქტ 202422:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/14/49io8raxfhd1irl.jpg

15 ოქტომბერს ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს სხდომაზე საქართველოზე იმსჯელებენ.

სხდომა ლუქსემბურგში გაიმართება და როგორც ევროკავშირის ვებ გვერდზე დღის წესრიგშია აღნიშნული, მოახლოებული არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. საკითხის მომხსენებელი გერმანიის დელეგაცია იქნება.

სხდომის შემდეგ დაგეგმილია პრესკონფერენცია, რომელიც საქართველოს დროით 16:45 საათზე გაიმართება.

დღეს 14 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა. მან სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც ისაუბრა და თქვა, რომ "მმართველი პარტიის ქმედებები, განცხადებები და წინასაარჩევნო დაპირებები უკან ხევენ ქვეყანას ევროკავშირის გზიდან და ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალებს იძლევა".


close დახურვა