logo
ENG


ბორელი: საქართველოში მოლდოვასთან შედარებით შავი სურათია - არჩევნები ტესტია დემოკრატიისთვის
ჯოზეფ ბორელი
14 ოქტ, 2024 20:40
ბორელი: საქართველოში მოლდოვასთან შედარებით შავი სურათია - არჩევნები ტესტია დემოკრატიისთვის
  • 424ნახვები

განვიხილეთ სიტუაცია მოლდოვაში და საქართველოში. ორივე ქვეყანა გადამწყვეტი არჩევნების წინაშეა მომდევნო კვირებში. მოლდოვა აღწევს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე, მიუხედავად რუსეთის მხრიდან მზარდი დაშინებისა... საქართველოში [მოლდოვასთან შედარებით] უფრო შავი სურათია. მმართველი პარტიის ქმედებები, განცხადებები და წინასაარჩევნო დაპირებები უკან ხევენ ქვეყანას ევროკავშირის გზიდან და ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალებს იძლევა. ამიტომ, ევროკავშირში გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია... მოდით, დაველოდოთ დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც იქნება გადამწყვეტი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის და მისი ევროკავშირში გაწევრიანების გზისთვის.

 

განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა