logo
ENG



გაეროს გენმდივანმა პუტინს უთხრა, რომ უკრაინაში შეჭრა საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო

25 ოქტ 202408:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/25/3mecaduxfdnkce0.jpg

ყაზანში BRICS-ის სამიტის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ინფორმაციას გაერო ავრცელებს და ამბობს, რომ შეხვედრისას ანტონიო გუტერეშმა რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო.

გაეროს თანახმად, გუტერეშმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გაეროს მხარდაჭერას მშვიდობის მიმართ.

ინფორმაციაში ასევე წერია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა და გაეროს გენმდივანმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, კერძოდ, ღაზასა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა და რეგიონში შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების საჭიროება.

ასევე, მათ ისაუბრეს საერთაშორისო ფინანსური სისტემის საკითხებზეც.


close დახურვა