logo
ENG



„ევროპულმა საქართველო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების დოკუმენტი შეიმუშავა

08 ოქტ 201913:20
3 წუთის საკითხავი
 
sxw769fee6z356g.jpeg

 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა პარტიის მიერ შემუშავებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებების კრიტერიუმები და ქულათა სისტემა წარადგინეს.  კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და ზოგადი განათლება/ფასეულობები - ასეთია პარტიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმები. ქულათა სისტემა კი გულისხმობს თითოეული კანდიდატის 10-ქულიანი სისტემით შეფასებას შემდეგნაირად:

ა) 1-3 ქულა - ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს;

ბ) 4-6 ქულა - აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს;

გ) 7-10 ქულა - აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს

„ევროპული საქართველოს“ განცხადებით, მოსამართლეობის სტანდარტს აკმაყოფილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნულ თითოეულ კრიტერიუმში დააგროვებს 7-10 ქულას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატის ქულათა სისტემით შეფასებისას გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების წარდგინებისათვის დართული მასალები, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ წარმოდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა ინდივიდუალური პორტფოლიოები და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში კანდიდატების საჯარო მოსმენები. 

 

 


close დახურვა