logo
ENG



12-პუნქტიან გეგმას გვაშორებს - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი კოდექსში ცვლილებაზე

09 მაი 202314:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/09/zywecrlgakqomny.png

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების დეპუტატების ახალი ინიციატივა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას აშორებს. ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსთან კომენტარში ისაუბრა.

"ის ცვლილებები, რომელიც ახლა ხორციელდება, აშკარაა, რომ მიმართულია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისკენ, ეს პირველი მცდელობა არ არის უკვე - ამ ცვლილების განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს ცვლილება ემსახურება 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რაც არის პირიქით, პირიქით გვაშორებს. პრეზიდენტის პოზიცია, თვითონ მოგახსენებთ პრეზიდენტი, როცა თვითონ ჩათვლის საჭიროდ", - განაცხადა მან.

ქართული ოცნების ახალი ინიციატივით ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტი ვეღარ შეარჩევს - მის ნაცვლად, კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. კანონპროექტის ინიციატორები არიან მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.

ამასთან, იცვლება ცესკოს წევრების არჩევის წესიც - კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ ცესკოს 7 წევრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.


close დახურვა