ღამით უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების საშუალებით კრასნოდარში მდებარე კრიმსკის სამხედრო აეროდრომზე მიიტანა იერიში. ამ ინფორმაციას Ukrainska Pravda ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კრასნოდარის გუბერნატორის ვენიამინ კონდრატიევის მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უპილოტო საფრენი აპარატები უკვე გაანადგურა.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს თქმით, მათმა საჰაერო ძალებმა 51 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, რუსეთის ტერიტორიაზე განადგურეს.
სამინისტროს მტკიცებით, 36 დრონი კრასნოდარის ტერიტორიის თავზე, 3 დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, 2 ბელგოროდის რეგიონში, ხოლო 10 აზოვის ზღვის წყლებზე გაანადგურეს.