logo
ENG



რუსებმა პოკროვსკის მიმართულებით 5 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს

26 ნოე 202416:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/26/u5tc04scq4zdf1z.jpg

დონეცკის ოლქის პროკურატურის ცნობით, ოლქის ფრონტის პოკროვსკის მიმართულებით 5 უკრაინელი ტყვე ჯარისკაცი დახვრიტეს.

2024 წლის ნოემბერში რუსულმა არმიამ სოფელ პეტრივკაზე იერიში მიიტანა.  თავდასხმის შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების 5 ჯარისკაცი იძულებული გახდა უკან დაეხია და მიტოვებულ სახლს თავი შეაფარეს.

ამის შემდეგ რუსებმა უკრაინელი ჯარისკაცები დაატყვევეს. უიარაღოდ დატოვეს სახლი, მიწაზე დაწოლა აიძულეს და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით, ოკუპანტებმა უკრაინელი პატიმრები იარაღით დახვრიტეს.

 „ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ყველა გარემოების და მის ჩადენაში მონაწილე პირების დასადგენად", - წერს პროკურატურა.

წინასწარი გამოძიება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიმდინარეობს.


close დახურვა