logo
ENG



ტრამპმა უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად კიტ კელოგი დანიშნა

28 ნოე 202411:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/28/9l9qrydbtkim4sq.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად კიტ კელოგი დანიშნა. ინფორმაციას კელოგის დანიშვნასთან დაკავშირებით თავად ტრამპი ავრცელებს.

ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს კელოგი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსი და მაშინდელი ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იყო.

"მოხარული ვარ, რომ გენერალი კიტ კელოგი დავასახელე პრეზიდენტის თანაშემწედ და სპეციალურ წარმომადგენლად უკრაინასა და რუსეთში. კიტს გამორჩეული სამხედრო და ბიზნეს კარიერა აქვს, მათ შორის მსახურობდა ძალიან მნიშვნელოვან ეროვნული უსაფრთხოების თანამდებობებზე ჩემს პირველ ადმინისტრაციაში. ის თავიდანვე ჩემთან იყო!", - დაწერა ტრამპმა.


close დახურვა