logo
ENG



IT სფეროს წარმომადგენლები მომიტინგეების მიმართ ძალადობასა და უკანონო დაკავებებს გმობენ

06 დეკ 202421:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/06/439y860oq0kyll0.jpg
გიორგი ხელაშვილი

IT სფეროს წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობასა და მათ უკანონო დაკავებას გმობენ.

"ჩვენ საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სფეროს წევრები, ვართ უახლესი პროგრესის შედეგად შექმნილი პროფესიის წარმომადგენლები და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პროგრესული და განვითარებული სამყაროს ნაწილად ყოფნა. ვგმობთ, აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებულ გადამეტებული ძალას, უკანონო დაკავებებს, დაშინებებსა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებიც განხორციელებულია დეფაქტო ხელისუფლების მიერ.

მიგვაჩნია, რომ უნდა გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული ჩვენი თანამოქალაქენი და საქართველოს მოქალაქეებს მოგვეცეს საშუალება, დემოკრატიული გზით ხელმისაწვდომობისა და ფარულობის უზრუნველყოფით, ყოველგვარი ჩარევისა და ზეწოლის გარეშე ავირჩიოთ ჩვენი მომავალი

საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და გვჯერა, აუცილებლად იქნება ევროპულ სახელმწიფოთა კავშირის თანასწორუფლებიანი წევრი", - ვკითუხლობთ განცხადებაში.

ამ ეტაპზე, გაცხადებას 145 ადამიანი აწერს ხელს.

 


close დახურვა