logo
ENG



მოსკოვში გენერალი ააფეთქეს, რომელმაც უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება გასცა

17 დეკ 202411:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/17/90tb6s78ye0odj7.jpg

უცხოური მედიის ინფორმაციითდღეს დილით, მოსკოვში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი ააფეთქეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა კირილოვი საკუთარი სახლიდან გამოდიოდა - თვითმხილველები ყვებიან, რომ აფეთქების შედეგად სადარბაზოს კარი დაზიანდა და ფანჯრის მინების ჩაილეწა. 

კირილოვისა და მისი თანაშემწის სიკვდილი რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა.

16 დეკემბერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კირილოვი უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ეჭვმიტანილად ცნო. გამოძიების თანახმად, მან პირადად გასცა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება. 

 

 

 

 


close დახურვა