POLITICO-ს ცნობით, უნგრეთის ელჩი ვარშავაში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად პოლონეთის არჩევის ღონისძიების საღამოზე მიწვეული არ არის.
"ჩვენ მოვიწვიეთ მთელი დიპლომატიური კორპუსი, თუმცა რომანოვსკის სიტუაციის მერე სიკორსკიმ გაუგზავნა უნგრეთის ელჩს ნოტა იმის შესახებ, რომ ის არასასურველი სტუმარია", - განაცხადა პოლონეთის ევროპული საქმეების მინისტრის მოადგილემ, მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ.
მისივე ცნობით, ღონისძიებაზე არ არის დაპატიჟებული არც უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი.