logo
ENG



"კატასტროფული ნაბიჯი" - კოლსის თქმით, OSCEPA-ს პრეზიდენტი დელეგაციის ვიზიტს გეგმავს

05 იან 202514:19
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/05/8wdahu2nl5dv2mh.jpg

ლატვიელი ევროპარლამენტარის, რიჰარდ კოლსის ცნობით, 8-10 იანვარს საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.

კოლსი ამ ვიზიტს "კატასტროფულ და ცუდ დროს შერჩეულ ნაბიჯს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ლეგიტიმაციას მისცემს ავტოკრატიას. ამის შესახებ ევროპარლამენტარი X-ზე წერს.

"მიუხედავად იმისა, რომ მე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი აღარ ვარ, ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს 8-10იანვარს, რაც კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული ნაბიჯია.

ეს ვიზიტი ემთხვევა ივანიშვილის რეჟიმის მიერ რუსული სტილის პრევენციული დაპატიმრებებით, დრაკონული კანონებით, პროტესტების ძალადობრივი ჩახშობით ძალაუფლების კონსოლიდირებას და პერიოდს არჩევნების შემდეგ, რომელიც ზოგადად, თავისუფალი იყო, მაგრამ ლეგიტიმური არჩევნების ორ პრინციპს არღვევდა - არც სამართლიანი და არც გამჭვირვალე არ იყო. ბევრი დელეგაციაა აღშფოთებული და სამართლიანადაც. ასეთი ვიზიტი რეჟიმს პროპაგანდისტულ გამარჯვებას მისცემს, ლეგიტიმაციას მისცემს ავტოკრატიას, ხოლო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ძირს გამოუთხრის.

თუ პია კაუმას ასე სურს ეს ვიზიტი, ის კერძო სტატუსით უნდა ჩავიდეს და არა როგორც საერთაშორისო დემოკრატიული თანამშრომლობის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი ინსტიტუტის წარმომადგენელი, რომელსაც გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ, რომლებიც აბსოლუტურად წინააღმდეგი იქნებოდნენ მსგავსი უხერხემლო და უპრინციპო ნაბიჯების.

სუსტი ლიდერობა ქმნის ცუდ დროს. იმედი ვიქონიიოთ, რომ პია კაუმამ უკეთ იცის"- წერს კოლსი.


close დახურვა