WASHINGSTON POST-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში 400-მდე ჩრდილო კორეელი მიგრანტი იმყოფება. გაეროს რეზოლუციის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში მიგრანტების ყოფნა არალეგალურია. თუმცა, რუსეთი ამ ფაქტს არ ითვალისწინებს.
2017 წელს გამოქვეყნებული გაეროს რეზოლუციის თანახმად, რეზოლუციაზე ხელმომწერ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, ჩრდილო კორეელი მიგრანტების დეპორტაცია უნდა მოეხდინა. რეზოლუცია ჩრდილო კორეესთვის დაწესებული ფინანსური სანქციების შემადგენელი ნაწილია. კერძოდ, რეზოლუციით უნდა შეეზღუდათჩრდილო კორეისთვის მიგრანტებისგან მიღებული საკმაოდ სოლიდური შემოსავალი.
ოფიციალური მოსკოვი იმედოვნებს, რომ ჩრდილო კორეელი მიგრანტების ხელის დაფარებით, კიმ ჩენ ინის რეჟიმის კიდევ უფრო მეტ კეთილგანწყობას მოიპოვებს.
როგორც WASHINGTON POST-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დღისით ჩრდილო კორეელი მიგრანტები აშენებენ რკინიგზასა და სახლებს, ხოლო ღამე დანგრეულ შენობებში იძინებენ. გარდა ამისა, ჩრდილო კორეელები რუს ტურისტებს 7-8$-ად მასაჟს უკეთებენ.
ამ ეტაპზე რუსეთში 10 000-მდე ჩრდილო კორეელი მიგრანტი იმყოფება. რუსეთმა პირობა დადო, რომ 2019 წლის 22 დეკემბრამდე მათ დეპორტაციას მოახდენს.
ფოტო: WASHINGTON POST
