logo
ENG



უილსონი მზია ამაღლობელის საქმეზე: მალე ტრამპი პრეზიდენტი იქნება და წამოვა ახალი სანქციები

20 იან 202519:37
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/20/zrew7rkchg1mfn3.jpg

რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ "აღფრთოვანებულია მისი სიმამაცით ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის პირისპირ". 

"აღფრთოვანებული ვარ მზია ამაღლობელის სიმამაცით ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის პირისპირ. ქართველ ხალხს ვერ დააშინებენ. მალე დონალდ ტრამპი პრეზიდენტი იქნება და წამოვა ახალი სანქციები. ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ", - წერს ის X-ზე.


close დახურვა