logo
ENG



"დაგვინახეს, მოგვისმინეს, შეშფოთდნენ"

24 იან 202520:50
3 წუთის საკითხავი
 

ხელოვანების პროტესტმა ხელისუფლება შეაშფოთა. ქართული ოცნება გაღიზიანებას ვერ მალავს. ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა თეატრალური საზოგადოების პროტესტის ძველ პროპგანდისტულ ნარატივთან მიბმა სცადა. კობახიძემ ახსენა ტრენინგები და რევოლუციური სცენარი. ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საფრთხეს ხედავს ახალი თეატრის წამოწყებაში, რომელსაც სხვებიც უერთდებიან. საქმე ისაა, რომ წინააღმდეგობა მოძრავი ხდება და რეგიონებში მოგზაურობას გულისხმობს, რათა მსახიობებმა და რეჟისორებმა სათქმელი ხალხთან მიიტანონ და პროტესტის გაფართოებას შეუწყონ ხელი. 


close დახურვა