logo
ENG



სტარმერმა სამიტის შემდეგ უკრაინის დახმარების გეგმა დაასახელა - რაზე შეთანხმდნენ ლიდერები

02 მარ 202521:46
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/02/m0f8liop9vt0m12.jpg

ლონდონში ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა 4 მნიშვნელოვანი ნაბიჯი დაასახელა, რომელზეც შეთანხმდნენ.

მისი თქმით, ესენია:

  • ომის მიმდინარეობისას, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა;
  • ნებისმიერმა განგრძობადმა მშვიდობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება და უკრაინა უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ნებისმიერ მაგიდასთან;
  • სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, ევროპელი ლიდერები მიზნად დაისახავენ, შეაკავონ რუსეთის მიერ მომავალში უკრაინაში შეჭრა;
  • იქნება "მსურველთა კოალიცია", რომელიც დაიცავს უკრაინას და იქნება ქვეყანაში მშვიდობის გარანტი".

"ჩვენ დღეს ისტორიულ გზაჯვარედინზე ვართ... ეს არ არის მეტი საუბრის მომენტი - დროა, ვიმოქმედოთ და გავერთიანდეთ ახალი გეგმის გარშემო სამართლიანი და მტკიცე მშვიდობისთვის" - თქვა სტარმერმა.


close დახურვა