logo
ENG



კალანდაძის ასახვევში ტრაქტორი დაგორდა და 3 მანქანას დაეჯახა, დაშავდა 2 ადამიანი

05 მარ 202514:55
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/05/x9twnrl5u6218n7.png

თბილისში, ბეჟან კალანდაძის ასახვევში ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა. ინფორმაცია Facebook-ზე გვერდმა ჩემი ქალაქი მკლავს გაავრცელა.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. 

შსს-ს თანახმად, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა