logo
ENG



შსს: დაკავებულია კრაბ კოფის მეპატრონეებზე თავდამსხმელი ერთი პირი

06 მარ 202511:37
3 წუთის საკითხავი
 

კრაბ კოფის მეპატრონეებზე თავდამსხმელი 1 ადამიანია დაკავებული. ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს.

თავდამსმელი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ძალადობას გულისხმობს. 

გუშინ სახლთან ახლოს თავს დაესხნენ კრაბ კოფის დამფუძნებლებს, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცხელი ჩაითა და ყავით უმასპინძლდებოდნენ.

ინფორმაცია კრაბ კოფის ერთ-ერთმა მეპატრონემ, ქრისტი პირველმა გუშინ სოციალურ ქსელში გააავრცელა.

მისი თქმით, კაფეს მეორე მფლობელს, ბარბარე როკიტას ცხვირი აქვს გატეხილი, თვითონ კი, შედარებით უკეთ გრძნობს თავს.


close დახურვა