logo
ENG



აშშ-ის მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტი შემთხვევით საიდუმლო სამხედრო ჩათში დაამატეს

25 მარ 202510:42
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/25/dojp5dyc7ezjdex.png

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჟურნალისტი შეცდომით დაემატა დაუცველ ჯგუფურ ჩათში, სადაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნები იემენში ჰუთიტების წინააღმდეგ სამხედრო დარტყმას გეგმავდნენ.

ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა განაცხადა, რომ ის Signal-ის ჯგუფურ ჩათში დაამატეს, რომელშიც, სავარაუდოდ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი შედიოდნენ.

გოლდბერგის თქმით, მან საიდუმლო სამხედრო გეგმები იხილა, მათ შორის იარაღის პაკეტები, სამიზნეები და ოპერაციის დრო, ორი საათით ადრე, ვიდრე აშშ ჰუთიტებზე ავიადარტყმას განახორციელებდა.

ოპოზიციის მოთხოვნა გამოძიებაზე

გოლდბერგის ანგარიში დემოკრატი ოპოზიციონერების მხრიდან მძაფრი რეაქციისა და რესპუბლიკელების ნაწილის შეშფოთების მიზეზი გახდა.

ჟურნალისტის თქმით, ის ჯგუფში, სავარაუდოდ, შემთხვევით დაამატეს მას შემდეგ, რაც მას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად წარმოდგენილი მაიკლ უოლცისგან კონტაქტის მოთხოვნა მოუვიდა.

"თუ შეცდომით ტელეფონის ნომერი უნდა აერჩიათ, მაინც კარგია, რომ ეს ვინმე ჰუთიტების მხარდამჭერი არ ყოფილა, რადგან ისინი აზიარებდნენ ინფორმაციას, რომელიც, ჩემი აზრით, ამერიკელი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა," – განუცხადა გოლდბერგმა PBS-სთან ინტერვიუში.


close დახურვა