logo
ENG



შსს: ინტერპოლით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი თურქეთის მოქალაქე დავაკავეთ

28 მარ 202510:34
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/28/k8brhqbyfccwy6p.jpeg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული თ.ე. დააკავეს.

"დაკავებული თ.ე., თურქეთის რესპუბლიკის მიერ, მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, იარაღის უკანონოდ ვაჭრობის, ძარცვისა და დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრობის ბრალდებით იძებნებოდა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა", - წერია განცხადებაში.


close დახურვა