logo
ENG



თეთრი სახლი: პუტინმა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შემოგვთავაზა, ტრამპს სრული შეწყვეტა სურს

28 აპრ 202519:56
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/28/nuamwf4gz5wie4x.png

თეთრ სახლში პირველი კომენტარი გაკეთდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე უკრაინაში სამდღიანი ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით. 

სპიკერმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ცეცხლის სრული შეწყვეტა სურს. 

"დღეს დილით პუტინმა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შემოგვთავაზა. პრეზიდენტმა [დონალდ ტრამპმა] მკაფიოდ განაცხადა, რომ ცეცხლის სრული შეწყვეტა სურს. პირველ რიგში იმისთვის, რომ შეწყდეს მკვლელობა და სისხლის ღვრა", - თქვა მან ბრიფინგზე. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სამდღიანი ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. როგორც კრემლი იუწყება, შეწყვეტა 8 მაისს დაიწყება და 11 მაისამდე გაგრძელდება.

კრემლის განცხადების მიხედვით, პუტინი უკრაინულ მხარესაც მოუწოდებს, საპასუხოდ ცეცხლი შეაჩეროს.

​იქამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მიიღოს აშშ-ის მიერ შემოთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, თუ რუსეთი ასევე დაეთანხმება ამ პირობებს. ეს განცხადება გაკეთდა საუდის არაბეთში, ჯედაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, სადაც უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებმა განიხილეს შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივები.

შეგახსენებთ, რომ ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა მოუწოდა ვლადიმერ პუტინს, "შეწყვიტოს სროლა, დაჯდეს მოლაპარაკებებზე და მოაწეროს ხელი შეთანხმებას".


close დახურვა