logo
ENG



იტალიელი დეპუტატი: შევხვდით ზურაბიშვილს, მხარს ვუჭერთ მას, ასევე, მომიტინგეების სიმამაცეს

28 აპრ 202521:48
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/28/5bbvkzee6wysgzj.png

იტალიელი დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრის კადრებს დეპუტატი ლია კუარტაპელე X-ზე ავრცელებს და წერს, რომ ისინი მხარს უჭერენ როგორც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ასევე მომიტინგეებს, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. 

"დღეს ყველა პარტიის დელეგაციის შემადგენლობა შევხვდით საქართველოს მე-5 პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის ლიდერობას და სიმამაცეს, ასევე მომიტინგეების სიმამაცეს, რომლებიც უკვე 150-ე დღეა მშვიდობიანად აჩვენებენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია", - წერს ის X-ზე. 


close დახურვა