logo
ENG



უკრაინის არმიამ ბახმუტში რუსულ სამეთაურო პუნქტზე წარმატებული იერიში განახორციელა

04 მაი 202512:22
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/04/o2g3lbmryg8wuk0.jpg

დონეცკის ოლქში, ბახმუტში უკრაინის შეიარაღებულმა ჯარებმა რუსების მე-6 მოტომსროლელი დივიზიის სამეთაურო პუნქტზე წარმატებული იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ძალების გენშტაბი ადასტურებს.

მათი ცნობით, დარტყმის შედეგად, რუსული ძალების პოკროვსკის სექტორში ოპერაციების მართვისა და კონტროლის უნარი მნიშვნელოვნად შემცირდა.

"ამ დროისთვის ზუსტდება მტრის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია" - წერია განცხადებაში.


close დახურვა