logo
ENG



ბრუკლინის ხიდს მექსიკის გემი შეეჯახა - დაიღუპა 2 და დაშავდა, სულ მცირე, 19 ადამიანი

18 მაი 202510:50
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/18/24kl9vvnjkgphzu.png

ნიუ იორკში, ბრუკლინის ხიდს მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების სასწავლო გემი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა, სულ მცირე, 19 ადამიანი.

გემზე 277 ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციის თანახმად, შეჯახება, სავარაუდოდ, "მექანიკურმა პრობლემებმა" და ენერგიის გათიშვამ გამოიწვია.

ბრუკლინის ხიდს მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღია და შემოწმების შემდეგ მალევე გაიხსნა.


close დახურვა